საქართველო და ბრაზილია 11 მარტს უვიზო მიმოსვლის თაობაზე წერილებს გაცვლიან, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეთანხმება, რომელიც ძალაში 30 დღეში შევა, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ტურისტული და ბიზნეს მიზნებით ბრაზილიაში 180 დღიან პერიოდში 90 დღით უვიზოდ დარჩნენ.
საქართველოში უკვე მოქმედებს ანალოგიური წესები ბრაზილიისთვის, რომელიც იმ ასამდე ქვეყანასა და ტერიტორიას შორის არის, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში მოკლევადიანი სტუმრობისთვის ვიზები არ ესაჭიროებათ.