Site icon Civil.ge

თიბილოვის თქმით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ამ ეტაპზე არ განიხილება

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ცხინვალს სურს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„ვფიქრობ, რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის იდეა არსებობს ჩვენს ხალხში – ეს საიდუმლო არ არის“, – იტყობინება „იტარ–ტასი“ თიბილოვის სიტყვებზე დაყრდნობით 19 მარტს, მოსკოვის და ცხინვალის მიერ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმების მეორე დღეს. თბილისმა დაგმო ხელშეკრულების ხელმოწერა და მას რუსეთის მიერ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის „ფაქტობრივი ანექსია“ უწოდა. 

„შევეცდებით, რომ ეს იდეა განვახორციელოთ. მაგრამ დღესდღეობით ჩვენ ის არ წამოგვიწევია, რადგანაც უამრავი საკითხის გათვალისწინება ხდება“, – განაცხადა თიბილოვმა.