Site icon Civil.ge

ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მიმდინარე კვირას ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოში პირველი ვიზიტის ფარგლებში ლუკაშენკო 23 აპრილს თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ასევე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება.  
 
24 აპრილს ბელარუსის პრეზიდენტი ბათუმში გაემგზავრება.

საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის კომენტირებისას ლუკაშენკომ განაცხადა თებერვალში: „ჩვენ, საქართველოს ხელმძღვანელობასთან ერთად, არაერთხელ გადავდეთ ეს ვიზიტი, მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ, რომ წელს უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და სერიოზულად ვისაუბროთ ორმხრივ ურთიერთობებზე ჩვენთვის ახლო ადამიანებთან“.