საქართველოს დელეგაციები სომხეთსა და თურქეთში გაემგზავრებიან 24 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა "გენოციდის" 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქართული ოცნებიდან მანანა კობახიძე დაესწრება, რომელიც საქართველოს პარლამენტში სომხეთთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს.
თურქეთში, ასევე 24 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარი გალიპოლის ბრძოლის 100 წლის იუბილეს აღნიშვნას უკავშირდება, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაესწრებიან.