„საქსტატის“ ინფორმაციით, 2015 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 3.5% შეადგინა მას შემდეგ, რაც აპრილში 2.5%–იანი ინფლაცია დაფიქსირდა.
წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონე მაისში 0.6% იყო.
ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტზე ფასები 11.9%–ით გაიზარდა მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ფასები საკვებზე და უალკოჰოლო სასმელებზე 3.9%–ით გაიზარდა. ფასები ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 4.9%–ით გაიზარდა მაისში, ხოლო საავადმყოფოების მომსახურებაზე – 3.7%–ით.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები მაისში 3.2%–ით შემცირდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.