ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩენ ჩანგჟი საქართველოს სამდღიანი ვიზიტით სტუმრობს.
ჩენ ჩანგჟი, რომელიც ჩინეთის პარლამენტის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია, რომელიც აქამდე წვევია საქართველოს, 8 ივნისს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება.
იგი ასევე ეწვევა საქართველოში ერთ–ერთ უმსხვილეს ჩინურ ინვესტორ კომპანიას Hualing Group–ს. ვიზიტის პირველ დღეს ჩენგ ჩანგჟი, კახეთის რეგიონს ესტუმრა, სადაც მან რამდენიმე ღვინის ქარხანა მოინახულა.
ამ ვიზიტამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე საქართველოს ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრობდა.
მარტში, როდესაც საქართველოს ვიცე–პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთში იმყოფებოდა, ორი ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დაწყებაზე შეთანხმდა.