Site icon Civil.ge

საქართველო ნეპალს მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად ფინანსურად დაეხმარება

საქართველო ნეპალს აპრილში მომხდარი მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად 50 000 აშშ დოლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

საქართველოს მთავრობის მიერ 4 ივნისს მიღებული შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 50 000 აშშ დოლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მან ამ დახმარების ადრესატამდე მიტანა უზრუნველყოს.

25 აპრილს ნეპალში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ რვა ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 23 ათასზე მეტი დაშავდა.