13-14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით, 13 ადამიანია დაღუპული, იტყობინება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ორშაბათს.
13 გარდაცვლილიდან 12-ის ვინაობა იდენტიფიცირებულია; ზოოპარკის ტერიტორიაზე აღმოჩენილი გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალბატონის ვინაობა კი დგინდება.
სვანიძის ქუჩაზე, რომელიც სტიქიის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო, ხუთი ადამიანი დაიღუპა; ასევე სტიქიას ზოოპარკის სამი თანამშრომელი ემსხვერპლა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ განაცხადა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 11 ადამიანი და მათი საძიებო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება