Site icon Civil.ge

წინასწარი მონაცემებით, მაისში მშპ–ს ზრდამ 2.1% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 30 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2.1% შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2015 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა.

მთავრობამ მიმდინარე კვირას პარლამენტს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%–დან 2%–მდე მცირდება.

ცვლილებების თანახმად, 200 მილიონი ლარით მცირდება საგადასახადო შემოსავლების გეგმა არსებული 7.6 მილიარდი ლარიდან.