ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს ვიზიტების ზრდის დინამიკას 2006–2014 წლებში და ყოველწლიურ პროცენტულ ცვლილებებს. ეს მაჩვენებლები წარმოადგენს შემოსვლების მთლიან რაოდენობას, ვიზიტების მიზნის მიხედვის მათი დაყოფის გარეშე. წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 2 332 303-ს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.46%-იანი ზრდაა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებში საზღვრის კვეთის შესახებ.
2.3 მილიონი ვიზიტორიდან 2015 წლის პირველ ნახევარში 853 605 „ტურისტი“ იყო, რაც 2014 წლის პირველ ნახევართან შედარებით 1.9%-იანი კლებაა, შსს–ს მონაცემების თანახმად.
„ტურისტებად“ ის ვიზიტორები არიან კვალიფიცირებულები, რომლებიც საქართველოში შემოდიან და ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში ჩერდებიან.
ტურისტების რაოდენობამ ივნისში 197 537–ს მიაღწია, რაც 3.4%–იანი ზრდაა გასული წლის ივნისთან შედარებით.
ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოს 2015 წლის იანვარ–ივნისში მეზობელი სახელმწიფოებიდან ეწვია. ამ სიას კვლავაც თურქეთის მოქალაქეები ლიდერობენ 605 153 შემოსვლით საქართველოში, რაც 8.1%-იანი კლებაა წინა წელთან შედარებით; შემდეგ მოდიან აზერბაიჯანის მოქალაქეები – 580 878 შემოსვლით (8.5%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით); სომხეთის მოქალაქეები 543 810 შემოსვლით (11.7%–იანი ზრდა); რუსეთის მოქალაქეები – 342 416 (14.7%–იანი ზრდა); უკრაინის მოქალაქეები – 55 271 (10.5%–იანი კლება).
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში სტუმრობა 6.1%-ით გაიზარდა 2015 წლის პირველ ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 95 741-ს მიაღწია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)