Site icon Civil.ge

დონალდ ტუსკი სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს ეწვევა



ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე, 21 მაისი, 2015 წელი. ფოტო: ევროკავშირი 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი 20-21 ივლისს საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

ის თბილისში 20 ივლისს ერევნიდან ჩამოვა და 22 ივლისს აზერბაიჯანში გაემგზავრება.

თავდაპირველად ტუსკი საქართველოსა და სომხეთში სტუმრობას 14-16 ივლისს გეგმავდა, თუმცა ვიზიტის გადადება საბერძნეთის ვალებთან დაკავშირებული კრიზისის გამო მოუწია.

თბილისში ვიზიტის პირველ დღეს დონალდ ტუსკი მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს 21 ივლისს შეხვდება.

საქართველოში ის ასევე მოინახულებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში არიან ჩართულები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)