Site icon Civil.ge

გურიაში მომხდარ ორ ერთმანეთთან კავშირში მყოფ ავარიას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა მანქანაში, რომელიც გურიის რეგიონის სოფელ სუფსას მახლობლად მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა.

შეჯახების შედეგად ორივე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.  

როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანას ავარიის დროს დაშავებული მიკროავტობუსის მგზავრი ქალბატონი ფოთის საავადმყოფოში გადაყავდა, ის პოლიციის პიკაპის ტიპის მანქანას შეეჯახა.

ქალბატონი, რომელიც პირველ ავარიას გადაურჩა, შეჯახების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი,  ექთანი და ექიმი, ასევე ორი პოლიციელი პიკაპის ტიპის მანქანიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.