წყარო: საქსტატი
„საქსტატის“ ინფორმაციით, ივლისში, შარშანდელ იგივე თვესთან შედარებით, ინფლაციამ 4.9% შეადგინა, რაც ბოლო თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გასულ თვესთან შედარებით, ივლისში სამომხმარებლო ფასები 0.2%-ით შემცირდა.
წლიური ინფლაცია ივლისში ძირითადად განაპირობა ფასების ზრდამ ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტზე (11.7%); ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის ჯგუფზე (7.8%); ჯანდაცვაზე (7.3%) და საკვებზე (7.1%).
შარშან ივლისთან შედარებით, გასულ თვეს ფასები ხილზე, ბოსტნეულზე და ზეთზე, შესაბამისად, 31.7%, 18.7% და 11.2%–ით გაიზარდა.
ფასები 16.6%–ით გაიზარდა ივლისში სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე, ხოლო ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 6%–ით.
ივლისში ფასები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1%–ით გაიზარდა სასტუმროების და რესტორნების ჯგუფზე.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ფასები ტრანსპორტის ჯგუფზე ივლისში, შარშან იმავე თვესთან შედარებით, 0.8%–ით შემცირდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)