Site icon Civil.ge

მარგველაშვილს და ერდოღანს შორის სატელეფონი საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 11 აგვისტოს თავის თურქ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა, „მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა თურქეთის  მიმართ“ და „ღრმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტების“ გამო, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

„საქართველო ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორმა პრეზიდენტმა ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს.