Site icon Civil.ge

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს სტუმრობს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც თბილისს ოთხშაბათს საღამოს ეწვია, საქართველოს ხელმძღვანელობასთან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

თბილისში ჩამოსვლისთანავე მას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

ხუთშაბათს დილიდან ნატოს გენერალურმა მდივანმა ოფიციალური შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან. დაგეგმილია ასევე მისი ოფიციალური მოლაპარაკებები პრეზიდენტ მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და დეპუტატებთან.

27 აგვისტოს იენს სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის „ინაუგურაციის“ ცერემონიას დაესწრება კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე.