თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ვიცე-მერად 5 სექტემბერს ლაშა აბაშიძის კანდიდატურა დაამტკიცა, რომელმაც ამ პოსტზე ეკონომიკის მინისტრად დანიშნული დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვალა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას ახალი პირველი მოადგილე მარტიდან ვაკის რაიონის გამგებელი იყო, 2013 წლის ნოემბრიდან კი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, თუმცა ამ თანამდებობიდან 2014 წლის ივნისში გადადგა. 2007-2008 წლებში ის შესყიდვების სააგენტოს უფროსი იყო, შემდგომში სხვადასხვა თანამდებობებზე ასევე მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში, დიდ ბრიტანეთში ფინანსურ ინსტიტუტსა და საქართველოს განათლების სამინისტროში.