საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ევროპული ტურნე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ის პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს და დიდ ბრიტანეთს ეწვევა, რათა გაძლიერდეს თბილისის მხარდაჭერა მომავალი წლის ნატოს ვარშავის სამიტისთვის, იტყობინება საქართველოს თავდაცვის უწყება 9 სექტემბერს.
„პრაქტიკულად ყველგან შეხვედრები დაგეგმილია უმაღლეს დონეზე“, – განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს გამგზავრების წინ აეროპორტში, „ვისაუბრებთ, ერთის მხრივ, ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში უფრო მეტი ინტენსიურობით განსახორციელებელ ღონისძიებებზე და ასევე, ნატოს სამიტის კონტექსტში ჩვენს შესაძლებლობებზე და მხარდამჭერების გამრავლებაზე“.