ეროვნული ვალუტა სამშაბათს აშშ დოლართან მიმართებაში 1.68%–ით გამყარდა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა 26.96 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, თუმცა, ბანკის ინფორმაციით, მხოლოდ 26.96 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა.
ეროვნული ბანკის მიერ ოთხშაბათისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ლარი აშშ დოლარის მიმართ მანამდე არსებული 2.4499–იანი ნიშნულიდან 2.4086–იან ნიშნულამდე გამყარდა.
2014 წლის სექტემბერთან შედარებით ლარი 37.7%–ით არის გაუფასურებული.
21 სექტემბერს, როდესაც ლარმა გაუფასურების ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ეკონომიკური გუნდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციას განახორციელებს.
22 სექტემბრის ინტერვენცია პირველი იყო აპრილის შემდეგ და მეექვსე წელს.
ეროვნულმა ბანკმა საერთო ჯამში წინა ხუთი ინტერვენციის შედეგად 200 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
აგვისტოს ბოლოს მდგომარეობით, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 2.26 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.