Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2015 წლის იანვარ–სექტემბერში

„საქსტატის“ მიერ გასულ კვირას გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2015 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 12.75%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 7.3 მილიარდ აშშ დოლარს ოდნავ გადააჭარბა; უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.3%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 4.02 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

იანვარ–სექტემბერში იმპორტი 9%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 5.66 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

იმპორტის ღირებულების რეალური კლება უფრო მეტი იყო – დაახლოებით 14% – თუ არ ჩავთვლით ნაჩუქარ C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების ერთჯერად იმპორტს, რომლის ღირებულებამაც, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 750 მილიონი ლარი (დაახლოებით 313.8 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.  

ამ ერთჯერადი იმპორტის ღირებულების გამოკლების შემდეგ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი პირველ ცხრა თვეში დაახლოებით 9%–ით შემცირდა და 3.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის მოცულობა 2015 წლის პირველ ცხრა თვეში 23.6%–ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1.65 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა,  რაც ძირითადად, ავტომობილების რეექსპორტის და რუსეთში ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2015 წლის პირველ ცხრა თვეში 2.31 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ექსპორტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 2%–ით გაიზარდა იანვარ–სექტემბერში და 471 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 29%–ს შეადგენს; იმპორტი 7%–ით გაიზარდა და 1.84 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 33%–ს შეადგენს.

დსთ–ს ქვეყნებთან ვაჭრობა 2015 წლის პირველ ცხრა თვეში 22%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2 მილიარდ აშშ დოლარს ოდნავ გადააჭარბა.

საქართველოს ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 44%–ით შემცირდა და 630 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 38%–ს შეადგენს, ხოლო იმპორტი 6%–ით შემცირდა და 1.39 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 25%–ს შეადგენს.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 2015 წლის პირველ ცხრა თვეში 1.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 15.7%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 145.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 23.3%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 962.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

თურქეთის შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, რომელთან სავაჭრო ბრუნვამ 590.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა წლის პირველ ცხრა თვეში; აზერბაიჯანში ექსპორტი 53.2%–ით შემცირდა და 199.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ეს, ძირითადად, ავტომანქანების რეექსპორტის შემცირებამ გამოიწვია 2014 წლის იანვარ–სექტემბერში არსებული 207.2 მლნ აშშ დოლარიდან 2015 წლის იმავე პერიოდში 55.1 მლნ აშშ დოლარამდე. იმპორტი აზერბაიჯანიდან 13.6%–ით შემცირდა და 391.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან ბრუნვამაც 2015 წლის პირველ ცხრა თვეში 534.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოს ექსპორტი ჩინეთში 35.2%–ით გაიზარდა და 87.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ძირითადად, სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტის 49.3%–ით, 70.1 მილიონ აშშ დოლარამდე ზრდის გამო. იმპორტი ჩინეთიდან 18.6%–ით შემცირდა და 447.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 2015 წლის პირველ ცხრა თვეში.

ჩინეთის შემდეგ მოდის რუსეთი, რომელთან სავაჭრო ბრუნვამ 530.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; რუსეთიდან იმპორტი 13%–ით გაიზარდა და 418.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტი რუსეთში 47.1%–ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 112 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

რუსეთი საქართველოს მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია აზერბაიჯანის, ბულგარეთის, თურქეთის და სომხეთის შემდეგ, რომლის წილიც საქართველოს მთლიან ექსპორტში 6.8%-ს შეადგენს.

რუსეთს მოყვება უკრაინა 374.2 მილიონიანი სავაჭრო ბრუნვით; გერმანია – 360.6 მლნ აშშ დოლარით; ირლანდია – 326.1 მლნ აშშ დოლარით (ეს მაჩვენელი თითქმის მთლიანად იმპორტს მოიცავს ირლანდიიდან, რადგანაც ექსპორტმა საქართველოდან ამ ქვეყანაში მხოლოდ 2.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2015 წლის პირველ ცხრა თვეში); ბულგარეთი – 291.3 მლნ აშშ დოლარით; აშშ – 278.7 მლნ აშშ დოლარით; სომხეთი – 268.5 მლნ აშშ დოლარით. 

უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფია სპილენძის მადნები და კონცენტრატები 186.1 მლნ აშშ დოლარით, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3%–იანი კლებაა; შემდეგ მოდის ფეროშენადნობები – 158.7 მლნ აშშ დოლარი (27.6%–იანი კლება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი აღარ წარმოადგენს ქვეყნის უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფს და ის მესამე ადგილზეა 140.9 მლნ აშშ დოლარით, რაც 65.5%–იანი კლებაა; თხილი – 113.9 მლნ აშშ დოლარი (6.3%–იანი ზრდა); მედიკამენტები – 96.5 მლნ აშშ დოლარი (46.8%–იანი ზრდა); აზოტოვანი სასუქები – 89.5 მლნ აშშ დოლარი (4.1%–იანი კლება);  ნედლი ნავთობი – 74.5 მლნ აშშ დოლარი (დაახლოებით 3.3–ჯერადი ზრდა 2014 წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით); ღვინო – 65.6 მლნ აშშ დოლარი (49.6%–იანი კლება); მინერალური წყლები – 60.9 მლნ აშშ დოლარი (46.4%–იანი კლება); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული – 46.1 მლნ აშშ დოლარი (64.9%–იანი ზრდა).

C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების ერთჯერადი იმპორტის შედეგად მედიკამენტების ჯგუფმა იმპორტის ჯგუფში 2015 წლის პირველ ცხრა თვეში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და 536.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის ნავთობპროდუქტები 504.1 მლნ აშშ დოლარით (27.5%–იანი კლება); მსუბუქი ავტომობილები – 349.2 მლნ აშშ დოლარი (34.3%–იანი კლება); ნახშირწყალბადები – 291.6 მლნ აშშ დოლარი (21.6%–იანი ზრდა); სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 155.6 მლნ აშშ დოლარი (12.6%–იანი ზრდა); სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 105.6 მლნ აშშ დოლარი (18.7%–იანი კლება); ხორბალი – 84.5 მლნ აშშ დოლარი (17.6%–იანი კლება); სიგარეტები – 68.6 მლნ აშშ დოლარი (6.4%–იანი კლება);  მილები და მილაკები შავი ლითონებისგან – 68.2 მლნ აშშ დოლარი (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 6.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა); წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, ე.წ."არმატურა" – 44 მლნ აშშ დოლარი (6.5%–იანი კლება).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)