Site icon Civil.ge

პრეზიდენტი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარება გამოთქვამს 31 ოქტომბერს რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო.

ავიაკატასტროფა ეგვიპტეში მოხდა და მას, გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი ემსხვერპლა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში მომხდარი რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუცხადებ მათ თანადგომას ამ უმძიმეს წუთებში", – ნათქვამია პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებაში.