Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი ესტონეთს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს ტალინში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ის თავის ესტონელ კოლეგას ტაავი რიივას და პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესს შეხვდება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ასევე შეხვდება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარინა კალიურანდს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.