Site icon Civil.ge

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 5–6 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

5 ნოემბერს ის თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

ორი პრეზიდენტი ხელს მოაწერს „ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციას  პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში“, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მარგველაშვილი და ალიევი 6 ნოემბერს მარნეულში ჩასვლასაც გეგმავენ.

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც  ხანმოკლე ვიზიტით ოქტომბერში სტუმრობდა ბაქოს და ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.