Site icon Civil.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვას სტუმრობს

ესტონეთში ვიზიტის შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოთხშაბათს ლიტვაში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს.

ვილნიუსში საქართველოს პრემიერ–მინისტრი თავის ლიტველ კოლეგას, ალგირდას ბუტკევიჩიუსს, პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვდება.

საქართველოს და ლიტვის პრემიერ–მინისტრების თავმჯდომარეობით საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართება, იტყობინება საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაცია.

ვიზიტის დროს ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსში თბილისის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.