საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ღარიბაშვილი 13 ნოემბერს თავის სლოვაკ კოლეგას რობერტ ფიცოს და პარლამენტის თავმჯდომარეს პეტერ პელეგრინს შეხვდება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)