Site icon Civil.ge

პრეზიდენტის სასახლე და თბილისის საკრებულო საფრანგეთის დროშის ფერებად განათდა



საქართველოს პრეზიდენტის სასახლე თბილისში, 2015 წლის 14 ნოემბერი. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პარიზში 13 ნოემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ საფრანგეთის მიმართ  სოლიდარობის ნიშნად შაბათს ღამით პრეზიდენტის სასახლე, თბილისის საკრებულოს შენობა და მშვიდობის ხიდი საფრანგეთის სახელმწიფო დროშის ფერებში – ლურჯად, თეთრად და წითლად განათდა.

შაბათს გაკეთებულ განცხადებებში საქართველოს ლიდერებმა დაგმეს პარიზში განხორციელებული „საზარელი“ თავდასხმები და კიდევ ერთხელ გამოხატეს თბილისის მხარდაჭერა ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.

მოსახლეობას თბილისში საფრანგეთის საელჩოსთან ყვავილები მიჰქონდა, ხოლო ათობით ადამიანი შაბათს საღამოს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა, რათა პატივი მიეგოთ პარიზის თავდასხმების დროს დაღუპულთა ხსოვნისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)