Site icon Civil.ge

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ესტუმრება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 23–25 ნოემბერს ესტუმრება.   

საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს რინკევიჩსი განიხილავს „ორმხრივ ურთიერთობებს ლატვიას და საქართველოს შორის, ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, საქართველოს საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას და მიმდინარე რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს“, განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ამავე ინფორმაციით, რინკევიჩსი თავის ქართველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება.  იგი ასევე ესტუმრება საბავშვო ბაღს გორის რაიონის სოფელ დიცში, რომელიც საქართველოში ლატვიის საელჩოს დახმარებით აღიჭურვა.