პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა და მისი კანდიდატურა პარტიის თავჯდომარის პოსტზეა ასევე წარდგენილი.
„გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" წევრი გახდა. ეს საკითხი პარტიის სამდივნომ გუშინ განიხილა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება პარტიის წევრობასთან დაკავშირებით… შეხვედრაზე პოლიტსაბჭომ ერთად გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ყრილობაზე წარდგენილი იქნება ბატონი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 30 იანვარს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ.
„ჩვენ ამას, მთელი პარტია ერთხმად მივესალმებით“, – აღნიშნა მან.
კალაძემ განაცხადა, რომ პარტიის ყრილობა გაზაფხულზე გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.