Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ბრიუსელს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 9-10 თებერვალს ბრიუსელს სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან,  ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟან-კლოდ იუნკერთან;  ევროკომისართან ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან;  ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსთან; ევროკომისართან კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტესთან; ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, კომისართან ენერგოგაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩთან; და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში ჰერბერტ ზალბერთან, რომელიც იმავდროულად ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში ვიზიტისას თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)