ესპანეთის საგარეო და თანამშრომლობის მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგალიო 27-29 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.
ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს.