Site icon Civil.ge

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს

ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი ხოსე მანუელ გარსია-მარგალიო 28-29 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

„საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ესპანეთისთვის“, – განაცხადა მან კვირას თავის ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ და კიდევ ერთხელ გაიმეორა ესპანეთის „სრული მხარდაჭერა“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში „ესპანეთი ძალიან აქტიურია ევროკავშირში საქართველოს მხარდაჭერის“ კუთხით.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან „წარმატებით ხორციელდება“.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)