Site icon Civil.ge

ბაქოს ფორუმზე მარგველაშვილმა რუსეთის ‘საგანგაშო’ პოლიტიკაზე ისაუბრა

რუსეთის პოლიტიკა მეზობლების მიმართ „საგანგაშო“ უნდა იყოს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 10 მარტს ბაქოს მე–4 გლობალურ ფორუმზე გამოსვლისას.  

„რუსეთის ფედერაციამ მკაფიოდ ისაუბრა თავისი დამოკიდებულების შესახებ მეზობლების მიმართ, რაც, ჩემი აზრით, საგანგაშოა არა მხოლოდ საქართველოსთვის,  არამედ ის საგანგაშო უნდა იყოს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“, – განაცხადა მან.

მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი თავის მეზობლებს საკუთარი გავლენის სფეროებად განიხილავს და საქართველოს შემდეგ, ახლა უკრაინა გახდა ამ პოლიტიკის მსხვერპლი.

მისი თქმით, რეგიონის დესტაბილიზაცია თავად რუსეთისთვისაც არ იქნება კარგი.

ბაქოში პრეზიდენტი მარგველაშვილი ასევე შეხვდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანულ კომპანია „სოკართან“ ახალი შეთანხმების მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.          

„აღნიშნული შეთანხმება კიდევ  ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სრული ურთიერთგაგება არსებობს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)