Site icon Civil.ge

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი საქართველოს სტუმრობს

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი თბილისს სტუმრობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განხორციელების განსახილველად.

21 მარტს სესილია მალმსტრომმა უკვე გამართა შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან; ევროკომისარი ასევე შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს; პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს; საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს; და ასევე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდება.