„საქსტატის“ მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2016 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 2.6% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
„საქსტატის“ ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 1.7% შეადგინა წინა წლის შესაბამის ორ თვესთან შედარებით.
მთავრობა 2016 წელს 3%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.