Site icon Civil.ge

პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელს სტუმრობს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიუსელს სტუმრობს, სადაც ის 27 აპრილს ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის და ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს ზიგრფიდ ბრაკეს შეხვდება. 

იგი ასევე შეხვდება ევროპარლამენტში ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტს გი ვერჰოვშტდს  და ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტს ჯანი პიტელას.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)