„საქსტატის“ მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 4.3% შეადგინა.
2016 წლის პირველ ოთხ თვეში საშუალო რეალური ზრდა 2.8% იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 2.6% შეადგინა.
მთავრობა 2016 წელს 3%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8%–ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდა იყო.