„საქსტატის“ მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 2.1% შეადგინა. აპრილში ზრდის ტემპი 4.3% იყო.
2016 წლის პირველ ხუთ თვეში საშუალო რეალურმა ზრდან 2.9% შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ზრდა 2.5% იყო.
მთავრობა 2016 წელს 3%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8%–ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდა იყო.