წყარო: საქსტატი
"საქსტატის“ მიერ ორშაბათს გავრცელებული მონაცემების თანახმად, წლიური ინფლაციის დონე ივნისში 1.1%–მდე შემცირდა წინა თვეში არსებული 2.1%–დან.
წინა თვესთან შედარებით ივნისში ფასები 0.9%–ით შემცირდა მას შემდეგ, რაც მაისში 0.4%–იანი დეფლაცია დაფიქსირდა.
ფასები ალკოჰოლურ სასმელზე და სიგარეტზე მაისში 11.6%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც ძირითადად თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვია.
წლიურმა ინფლაციამ ჯანდაცვის კატეგორიაში ივნისში 4.3% შეადგინა, რაც ძირითადად, გამოიწვია ფასების მომატებამ ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.4%) და საავადმყოფოების მომსახურების (2.3%) ქვეჯგუფზე.
შარშანდელთან შედარებით, ივნისში ფასები საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ჯგუფზე 6.1%–ით გაიზარდა.
ფასები სასტუმროების და რესტორნების ჯგუფზე 6.3%–ით, ხოლო ფასები კავშირგაბმულობის მომსახურებაზე 3.2%–ით გაიზარდა ივნისში წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით.
ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები ივნისში 9.5%–ით შემცირდა წინა წლის ივნისთან შედარებით, რაც ძირითადად სატრანსპორტო საშუალებებზე ფასების 18%–იანმა კლებამ განაპირობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)