Site icon Civil.ge

73 მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატისთვის 800–ზე მეტი კანდიდატი იბრძოლებს

29 სექტემბრის მდგომარეობით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 73 ერთმანდატიან ოლქში 800–ზე მეტი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყრის კენჭს.

კანდიდატების რაოდენობა თითოეულ ერთმანდატიან ოლქში 6–დან 16–მდე მერყეობს. 

კანდიდატმა ხმების 50%–ზე მეტი უნდა მიიღოს პირველივე ტურში გამარჯვების მისაღწევად; წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25 დღისა მეორე ტური უნდა გაიმართოს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად.  

ბარიერის 30%–დან 50%–მდე აწევამ ასევე გაზარდა მეორე ტურების შანსები.

პარტია ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას 73–დან 72 ერთმანდატიან ოლქში ყავთ კანდიდატები; შემდეგ მოდის პატრიოტთა ალიანსი – 71 ოლქი და „თავისუფალი დემოკრატები“ – 63 ოლქი.

მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატებისთვის 53 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის 136 ქალია.

საქართველოში მოქმედი შერეული საარჩევნო  სისტემით, 77 დეპუტატი 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიების სიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ. დანარჩენი 73 მაჟორიტარი კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა.

ქვემოთ მოცემულია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია 73 ერთმანდატიან ოლქში, ასევე პარტიების სახელწოდებათა ბმულებზე მოცემულია მათი პროპორციული სიები.

 

თბილისის ოლქები

№1 მთაწმინდა

№2 ვაკე (ჭავჭავაძის გამზირი მიმდებარე ქუჩებით, წყნეთი)

№3 ვაკე (ბაგები, ვაჟა-ფშაველას კვარტლების, ნუცუბიძის მიკრორაიონების უმეტესობა)

№4 საბურთალო (დიდი დიღომი, სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი, ვეძისი)

№5 საბურთალო (ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირები მიმდებარე ქუჩებით)

№6 საბურთალო (პეკინის გამზირი მიმდებარე ქუჩებით, სპორტის სასახლის მიმდებარე ქუჩები)

№7 კრწანისი

№8 ისანი (ვაზისუბანი, მე-3 მასივისა და ვარკეთილის ნაწილი)

№9 ისანი (ავლაბარი)

№10  ისანი (ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, საავიაციო ქარხნის მიმდებარე დასახლება)

№11 სამგორი (ვარკეთილის ნაწილი, სოფელი პატარა ლილო)

№12 სამგორი (მოსკოვის გამზირი, მე-3 მასივის ნაწილი)

№13 სამგორი (ვარკეთილის ნაწილი, აეროპორტის დასახლება, სოფლები დიდი ლილო, მარტყოფი)

№14 ჩუღურეთი