Site icon Civil.ge

საქსტატი: მშპ–ს ზრდამ ივლისში 2.1% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 2.1% შეადგინა.  ივნისში ზრდის ტემპი 2.9% იყო. 
 
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2016 წლის პირველ შვიდ თვეში საშუალო რეალურმა ზრდამ 2.7% შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ზრდა 2.6% იყო.

მთავრობა 2016 წელს 3%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8%–ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდა იყო.