Site icon Civil.ge

შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე თბილისს სტუმრობს

შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, კრისტა მარკვალდერმა 5–6 სექტემბერს თბილისში ვიზიტის დროს საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა.

თბილისის შემდეგ იგი 6–10 სექტემბერს უკრაინას და მოლდოვას ესტუმრება.

მარკვალდერი 5 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და ზოგიერთ სხვა დეპუტატს შეხვდა. 6 სექტემბერს მან შეხვედრა გამართა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.

საქართველოს ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების ერთ–ერთი საკითხი საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA ისლანდიას, ლიხტენშტეინს, ნორვეგიას და შვეიცარიას აერთიანებს) შორის ივნისში ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება იყო.