ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა ხუთშაბათს, რომ 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, თბილისში საკუთარი მხარდამჭერების დასკვნითი აქციის გამართვას გეგმავს.
ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აქცია ვარდების რევოლუციის მოედანზე 4 საათზე გაიმართება; მისი თქმით, ეს იქნება „უპრეცედენტოდ ხალხმრავალი აქცია“, რომელსაც ადგილი არ ჰქონია ბოლო წლების განმავლობაში.
ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის მერიას უკვე შეატყობინა ამ აქციის შესახებ, რომელიც ასევე მოიცავს მსვლელობას ვარდების რევოლუციის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ.