Site icon Civil.ge

საქსტატი: მშპ–ის ზრდამ აგვისტოში 2.9% შეადგინა

"საქსტატის“ მიერ პარასკევს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 2.9% შეადგინა.  ივლისში ზრდის ტემპი 2.1% იყო. 
 
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2016 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.7% შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ზრდა 2.8% იყო.

მთავრობა 2016 წელს 3%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8%–ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდა იყო.