Site icon Civil.ge

2016 წლის პირველ ცხრა თვეში ვიზიტორთა რაოდენობა 8.5%–ით გაიზარდა და 4.8 მლნ შეადგინა

2016 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 8.5%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 4 879 031-ს მიაღწია,  ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვრის კვეთის შესახებ 3 ოქტომბერს გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებში. 

ის ვიზიტორები, რომლებიც საქართველოში შემოდიან და ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში ჩერდებიან „ტურისტებად“ არიან კვალიფიცირებულები.

4.87 მილიონი ვიზიტორიდან 2016 წლის პირველ ცხრა თვეში 2 156 731 „ტურისტი“ იყო, რაც 2015 წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით, 19.5%-იანი ზრდაა.

ტურისტების რაოდენობამ სექტემბერში 304 814–ს მიაღწია, რაც 34.2%–იანი ზრდაა გასული წლის სექტემბერთან შედარებით.

ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოს 2016 წლის იანვარ–სექტემბერში მეზობელი სახელმწიფოებიდან ეწვია.

ამ სიას აზერბაიჯანის მოქალაქეები ლიდერობენ 1.17 მილიონი შემოსვლით საქართველოში; შემდეგ მოდიან სომხეთის მოქალაქეები – 1 მილიონზე ოდნავ მეტით; თურქეთის მოქალაქეები – 977 075 შემოსვლით; რუსეთის მოქალაქეები – 831 952 და უკრაინის მოქალაქეები – 136 573.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში სტუმრობამ იანვარ–სექტემბერში 209 476-ს მიაღწია.

თებერვალში ირანის მოქალაქეებისთვის 45–დღიანი უვიზო რეჟიმის აღდგენას 2016 წლის პირველ ცხრა თვეში ირანელი ვიზიტორების 120 182–მდე ზრდა მოყვა. 2015 წელს ირანიდან სულ 25 200 შემოსვლა დაფიქსირდა.

2015 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 5 897 685 შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 6.9%-იანი ზრდა იყო.