ცესკოს ინფორმაციით, 17 საათისთვის აქტივობამ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 42.05% შეადგინა ანუ კენჭისყრის დასრულებამდე სამი საათით ადრე საპარლამენტო არჩევნებში ხმა 1 477 562 ამომრჩეველმა მისცა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ანალოგიური დროისთვის აქტივობა 53.03%–ს შეადგენდა.
ყველაზე მაღალი 54.5%-იანი აქტივობა ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში იყო 17 საათის მონაცემებით.