Site icon Civil.ge

გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი დირექტორი დაინიშნა

გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ 4 ნოემბერს თავის პირველ მოადგილედ ნინო ლომჯარია, „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი დირექტორის წარადგინა.

ლომჯარია არჩევნებზე დამკვირვებელ ამ ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას 2016 წლის იანვრამდე ხელმძღვანელობდა, ვიდრე ამ თანამდებობისთვის ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული 4 წლიანი ვადა ამოეწურებოდა და დღემდე „სამართლიანი არჩევნებში“ კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობდა.

ლომჯარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობის გაგრძელებაზე შემოთავაზებას იმის გამო დათანხმდა, რომ ეს „ერთ-ერთი ყველაზე გამჭირვალე და პროგრესირებადი უწყებაა“.

მაშინ როცა ქართული ოცნების წარმომადგენლები მიესალმნენ ლომჯარიას დანიშვნას, ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა მთავრობის მაკონტროლებლის ამავე მთავრობის მაღალი თანამდებობის პირად დანიშვნას „ძალიან  სამწუხარო“ უწოდა.

„ამან გასაგები გახადა რატომ იყენებდა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ლომჯარია დუმილის უფლებას და რატომ ვერ ხედავდა ძალადობის და გაყალბების ფაქტებს“, – განაცხადა ნადირაშვილმა თორდიას ახალ მოადგილეზე საუბრისას.

თავად ლაშა თორდიას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატია და ამ პარტიის მხარდაჭერით დაინიშნა გენერალურ აუდიტორად, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა 2017 წლის ივლისში ეწურება. მისი პირველი მოადგილის თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ის ვანო ზარდიაშვილმა, ქართული ოცნების საარჩევნო სიის 28-ე ნომერმა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)