Site icon Civil.ge

საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე გაიმარჯვა

ქართველმა კონკურსანტმა მარიამ მამადაშვილმა კვირას მალტაში გამართული 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი მოიგო.

ამ გამარჯვებით საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც 2003 წელს დაარსებული ეს კონკურსი სამჯერ აქვს მოგებული – პირველად საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე 2008 წელს, შემდგომ კი 2011 წელს გაიმარჯვა.

10 წლის მარიამ მამადაშვილმა სიმღერით „მზეო“ 17 შემსრულებელს შორის ფინალში საუკეთესო შედეგი აჩვენა  – მან 239 ქულით პირველი ადგილი გაიმყარა, 7 ქულით გაუსწრო რა სომხეთს და 30-ით მესამე ადგილზე გასულ იტალიას.