პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პრეზიდენტმა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წარდგინებით პარასკევს წამოაყენა მომავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, კაბინეტის წევრებს 22 ნოემბერს დაასახელებს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მომავალი მინისტრების წარდგენა 14 საათისთვის არის დანიშნული.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 21 ნოემბერს ახალი პარლამენტის ბიუროს პირველ შეკრებაზე განაცხადა, რომ ბიუროს წევრებს დიდი ალბათობით სამშაბათსაც მოუწევთ ხელმეორედ შეკრება, რათა პრემიერ-მინისტრისა და მისი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით საპარლამენტო მოსმენების გრაფიკი განსაზღვროს.