საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მწუხარება გამოთქვა კუბის ყოფილი ლიდერის ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო.
„ფიდელ კასტრო იყო განსაკუთრებული ლიდერი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია კუბის სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და მეოცე საუკუნის მსოფლიოზე“, – ნათქვამია პრეზიდენტ მარგველაშვლის სამძიმრის განცხადებაში, „მჯერა, რომ ფიდელ კასტროს სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს კუბისა და მსოფლიოს ისტორიაში“.
კასტრო, რომელიც კუბის 1950-იანი წლების რევოლუციაში გამარჯვების შედეგად ქვეყანას 1959-2008 წლებში ხანგრძლივად ხელმძღვანელობდა, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.