Site icon Civil.ge

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ახალი გენერალური დირექტორის შესარჩევად ორშაბათს ღია კონკურსი გამოაცხადა.

ეს თანამდებობა ვაკანტური 21 ნოემბრიდან გახდა, რადგან ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თავისი 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე დატოვა პოსტი მას შემდეგ, რაც 2013 წლის განმავლობაში სამეურვეო საბჭოს მხრიდან ორჯერ გამოცხადებული უნდობლობის შედეგად ორივე შეთხვევაში სასამართლოს გზით აღიდგინა ამ თანამდებობაზე თავი.

კონკურსის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე კანდიდატებს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობასთან და მაგისტრის დიპლომთან ერთად ასევე მოეთხოვებათ მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ჟურნალისტიკაში, ადამიანის უფლებათა დაცვის ან პედაგოგიურ სფეროში არანაკლებ 5 წლისა, განაცხადები კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით 28 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. გამარჯვებული კი, ორ ტურად დაგეგმილი კონკურსის შედეგად, სამეურვეო საბჭომ შემდგომი 10 დღის ვადაში უნდა გამოავლინოს.