აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ რეგიონის უმაღლესმა საბჭომ ზურაბ პატარაძე 5 დეკემბერს ხელახლა აირჩია მას შემდეგ, რაც პირველად მას ამ პოსტზე ნდობა ივლისში გამოუცხადეს.
აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან ზურაბ პატარაძის ხელახლა დამტკიცებას ქართული ოცნების 14–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. არჩევნების შემდეგ რეგიონის მთავრობის ხელახლა ფორმირება კანონმდებლობის მოთხოვნაა.
მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცენტრალურ მთავრობასთან შეთანხმებით 29 ნოემბერს წარადგინა.
პატარაძე, რომელიც წარმოშობით აჭარიდანაა, ვიდრე რეგიონის მთავრობას ჩაუდგებოდა სათავეში, 2 000 წლიდან დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობდა, მათ შორის 2013 წლიდან იყო საქართველოს ელჩი ყაზახეთში, 2012 წლიდან თურქეთში, მანამდე კონსულად მუშაობდა საბერძნეთში, ხოლო 2004-2009 წლებში რუსეთში საქართველოს საელჩოში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)